უკანონო დემონტაჟი ქუთაისში | ქალაქის ბულვარში მერიამ ისტორიული კაფე "სავანე" დაანგრია

გამოქვეყნდა:

ქუთაისის მთავარ ბულვარში დაპირისპირება რამდენიმე საათს გაგრძელდა. ყოფილი საპარლამენტო დედაქალაქის ცენტრში მძიმე ტექნიკა იყო მობილიზებული. ქალაქის მერიის გადაწყვეტილებით ქუთაისში ისტორიული კაფე - სავანეს დემონტაჟი განხორციელდა. ნგრევის პარალელურად ადგილზე პროტესტს გამოხატავდნენ მესაკუთრეები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება არ გამოუცხადებია და ხელისუფლებამ სამართლებრივი დავის დასრულებამდე შენობის დანგრევის გადაწყვეტილება უკანონოდ მიიღო.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი