ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ზურა ნიჟარაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე გამოცხადდა.
საპროცესო შეთანხმების მიხედვით, ნიჟარაძე ციხეში 1 წელს გაატარებს, ხოლო 3 წელი პირობით სასჯელს მოიხდის.
ზურა ნიჟარაძე 11 ნოემბერს, დააკავეს. პროკურატურა მას სამი სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალების - 1.4628 გრამი MDMA, 0.000105 გრამი LSD, 4.76617 გრამი კეტამინის - ფლობას ედავებოდა.
[ფოტო: პუბლიკა]
იხილეთ ასევე: