ძლიერმა ქარმა კახეთში ხეები მოგლიჯა, სახურავები გადახადა და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა

გამოქვეყნდა:

ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა კახეთში. რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტში მრავალწლიანი ხეები მოგლიჯა, რის გამოც ლაგოდეხის  დამაკავშირებელ გზაზე უღელტეხილი დაკეტილია.  მოძრაობა შეზღუდულია ლაგოდეხი-ყვარლისა და ლაგოდეხი-გურჯაანის მიმართულებით.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში ცენტრალურ გზაზე ძლიერი ქარის გამო წაქცეულია ხეები და მოძრაობა შეზღუდულია ორივე მიმართულებით.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში სახურავის ნაწილი კულტურის სახლს გადახადა, სადაც დროებით საბავშვო-ბაღი ფუნქციონირებს. 

სოფელ წინანდალსა და გურჯაანის ცენტრში კი  ძლიერმა ქარმა საახალწლო ნაძვის ხეები წააქცია.

უამინდობის შედეგად რეგიონში  დაზიანდა  ელექტროგადამცემი ხაზები, რის შედეგადაც, აბონენტების ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი