ქუთაისის ცენტრში, კაფე-ბარ “სავანეს” დემონტაჟისას, ინციდენტის დროს დაკავებული პირი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გაფრთხილების საფუძველზე გაათავისუფლა.
სამართალდამცველებმა ის გუშინ დააკავეს და დროებითი მოთავსების იზოლატორში ჰყავდათ მოთავსებული.
კაფე-ბარი "სავანე" აღსრულების პოლიციამ გუშინ დაანგრია. საზოგადოების ნაწილს დემონტაჟთან დაკავშირებით პროტესტი ჰქონდა. ადგილზე ხმაური და დაპირისპირება იყო.