გლდანში ავტოფარეხებს ცეცხლი გაუჩნდა

გამოქვეყნდა:

გლდანში ხანძარია. თვითმხილველების ინფორმაციით, მეხუთე მიკრორაიონში ავტოფარეხები იწვის. ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ორ ავტოფარეხს ეკიდა, დაშავებული არავინაა და ამ დროისათვის ხანძარი ლოკალიზებულია. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი