ხონის მუნიციპალიტეტში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

გამოქვეყნდა:

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი მსხვერპლით დასრულდა. "მთავარის" იმერეთის კორესპონდენტის ცნობით, გარდაცვლილი  შუა ხნის მამაკაცია.

შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, კაცი სახლში მარტო იმყოფებოდა. ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი