მტკიცედ ვგმობთ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პარლამენტის "გადაწყვეტილებას" | ესტონეთის საგარეო

გამოქვეყნდა:

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის მიერ რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. 

როგორც უწყება განცხადებაში წერს, ესტონეთი გმობს ე.წ პარლამენტის "გადაწყვეტილებას". 

"ჩვენ მტკიცედ ვგმობთ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პარლამენტის გადაწყვეტილებას, ბიჭვინთის/პიცუნდის რუსეთისთვის გადაცემასთან დაკავშირებით. 

ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და მოუწოდებს რუსეთს, რომ შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და მისი განხორციელების მექანიზმები", - წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებაში.

 შეგახსენებთ, რომ გუშინ, 28 დეკემბერს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შეთანხმება დაამტკიცა. ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ კი ამის შესახებ ე.წ. კანონს ხელი მოაწერა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი