აბაშაში სამგზავრო ავტობუსი და ტურისტების მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა | არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

აბაშაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას უცხოეთის მოქალაქე ემსხვერპლა. დაშავებულია ორი ადამიანი. 

შემთხვევა სოფელ მარანთან მოხდა. ერთმანეთს სამგზავრო ავტობუსი და მინივენი შეეჯახა, რომელსაც უცხოელი ტურისტები გადაჰყავდა.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. გარდაცვლილი ქუთაისის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. ჯერჯერობით უცნობია რომელი ქვეყნის მოქალაქეა ის. დაკითხვაზე არიან გადაყვანილები მძღოლები. ერთ-ერთ მათგანს მსუბუქი დაზიანებებიც აღენიშნება.

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი