29 დეკემბერს თბილისში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება | ქუჩების ჩამონათვალი

გამოქვეყნდა:

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 29 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
 
ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), ხუდადოვის, სამღერეთის, ზაქარაიას და ინტერნატის ქუჩების მოსახლეობას.    

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის   ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ცაცხვების, ინტენსიფიკაციის და ავთო ვარაზის ქუჩების მოსახლეობას.   

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით   ბაქრაძის და ვანის ქუჩების მოსახლეობას.   

მთაწმინდის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრე მელიქიშვილის გამზირის, კოსტავას, იაკობ ნიკოლაძის, როდენის, ქუჩიშვილის და ღამბაშიძის ქუჩების მოსახლეობას.   

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი