ჩვენ, "ლელოს", ნიკა მელიასთან გვაქვს კომფორტი, რომ ერთად ვიბრძოლოთ | მამუკა ხაზარაძე

გამოქვეყნდა:

პარტია "ლელო" "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ თავმჯდომარესთან კოალიციას არ გამორიცხავს. "ლელოს" თავმჯდომარე აცხადებს, რომ შესაძლოა, არჩევნების წინ, ნიკა მელიას პარტიასთან გაერთიანება მოხდეს. კითხვაზე, იქნება თუ არა ნიკა მელია "ლელოს" სიაში, ხაზარაძე პასუხობს, რომ ნიკა მელიასთან "ლელოს" სტრატეგიული პარტნიორობა ექნება.

მამუკა ხაზარაძემ ამ თემაზე "პალიტრანიუსის" ეთერში ისაუბრა.

"ჩვენ ნიკა მელიასთან გვაქვს კომფორტი, ლელო მაქვს მხედველობაში, რომ ერთად ვიბრძოლოთ. რატომ? – იმიტომ, რომ ნიკა მეილია იბრძვის, იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში დასრულდეს ერთმმართველური, ოლიგარქიული, მითვისებული სახელმწიფოს ეტაპი. [...] ნიკა მელია, როგორც აკეთებს თავის პარტიას, მინდა, მას წარმატება ვუსურვო. ეს იქნება ერთიანი სტრატეგიული პარტნიორობა. [...] თუ დადგა ის მომენტი და ჩვენ დავინახეთ, ნიკაც დაინახავს და მისი პარტია, რომ გაერთიანება არის აუცილებელი და ახალი სახელია მოსაფიქრებელი, ესეც თეორიული ამბავია, მაგრამ ამაზე ლაპარაკი დღეს… მინდა, გითხრათ, რომ ჩვენი ხედვა ერთმანეთს ემთხვევა", - თქვა ხაზარაძემ.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი