"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს. "იმედის" ეთერში საუბრისას მან თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილი, შესაძლოა, აგვისტო-სექტემბერში თანამდებობიდან გადადგეს და მომავალ არჩევნებში ჩაერთოს.
კობახიძე ამბობს, რომ პრეზიდენტს "ყველაფრის კადრება შეუძლია".
"არ არის გამორიცხული. პირიქით. ერთ-ერთი მთავარი გეგმა, რაც მუშავდება მათი პატრონების მხრიდან, ეს არის სწორედ სალომე ზურაბიშვილის ჩართვა, ამ სუბიექტებთან ერთად, საპარლამენტო არჩევნებში. ამისათვის, აგვისტო-სექტემბერში შეიძლება გადადგეს ის თანამდებობიდან...
ვერაფერს ვერ შეიძენენ. სამაგიეროდ, არჩევნების შემდგომ თუ რაიმე აქვთ ჩაფიქრებული, იქაც დაკარგავენ რესურსს, პრეზიდენტის თანამდებობის სახით...
[სააკაშვილის] შეწყალების ბერკეტი არსებობს. ნუ, გამომდინარე იქიდან, რომ ყველაფერი იკადრა სალომე ზურაბიშვილმა, შეიძლება ესეც იკადროს. ჩვენ არ გვაქვს აქ არავითარი რესურსი, რომ მოქმედება მოვახდინოთ მის გადაწყვეტილებაზე. კადრებით ყველაფრის კადრება შეუძლია," - თქვა კობახიძემ.