გაგლოევი: ქართველ პოლიტიკოსებს მინდა ვურჩიო, არ დაივიწყონ 2008 წლის გაკვეთილები

გამოქვეყნდა:

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტი, ალან გაგლოევი ამბობს, რომ ყურადღებით აკვირდებიან საქართველოში არსებულ ვითარებას. პრესკონფერენციაზე მან თქვა, რომ ხედავენ საქართველოში "როგორ აძლიერებენ ჯარს დასავლეთის დახმარებით".

"ქართველ პოლიტიკოსებს მინდა ვურჩიო, არ დაივიწყონ 2008 წლის გაკვეთილები. და ნუ დააბიჯებთ ერთსა და იმავე ფოცხზე", - თქვა გაგლოევმა.

მისი თქმით, 2015 წელს გაფორმებული ალიანსისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, ე.წ. სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესია რუსეთზე თავდასხმად განიხილება.

გარდა ამისა, "ეხო კავკაზა" წერს, რომ გაგლოევის თქმით, "სამხრეთ ოსეთი" დრონების საკუთარ წარმოებას დააფუძნებს. 

"ჩვენ დავამყარეთ თანამშრომლობა რუს კოლეგებთან. ხოლო სპეციალისტთა პირველი ჯგუფი რუსეთში დრონების მართვისა და აწყობის კურსებს ატარებს. სამხრეთ ოსეთში ჩასვლისთანავე მათ საშუალება ექნებათ ასწავლონ დრონების მართვა", - თქვა გაგლოევმა.

ე.წ. პრეზიდენტი ამბობს, რომ მოსკოვი და ცხინვალი "მიიღებენ ყველა საჭირო ზომას სამხრეთ ოსეთის საჰაერო სივრცეში უპილოტო საფრენი აპარატების გადაადგილების შესაჩერებლად".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი