29 დეკემბრის დილას უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა, 76 კი დაშავდა. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იგორ კლიმენკომ, განაცხადა.
დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი კორპუსები, მანქანები, საწყობები. დარტყმა იყო სამშობიაროზეც. შემთხვევის ადგილებზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურები, მაშველები და პოლიციაა მობილიზებული.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით რუსეთმა უკრაინაზე მასობრივი სარაკეტო იერიში მიიტანა. თავდასხმა იყო კიევის, ზაპოროჟიეს, დნიპროს, ხარკოვისა და სუმის ოლქებზე.
ასევე ნახეთ: