რა გაგლოევი, ასეთი მუქარები მილიონი ყოფილა, ჩვენთვის არაფერს წარმოადგენს | რას ამბობენ "ოცნებაში"

გამოქვეყნდა:

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტი, ალან გაგლოევი ქართველ პოლიტიკოსებს ურჩევს "არ დაივიწყონ 2008 წლის გაკვეთილები". მისივე თქმით, "სამხრეთ ოსეთი" დრონების საკუთარ წარმოებას დააფუძნებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას არ გამოხმაურებია. გაგლოევმა მას შემდეგ ისაუბრა, რაც ოკუპირებულ აფხაზეთში, დე ფაქტო პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკები რუსეთს გადასცა.

რაც შეეხება "ქართულ ოცნებას", პარტიაში ამბობენ, რომ საერთაშორისო დონეზე ყველაფერს აკეთებენ.

 

"ვინ არის, რა გაგლოევის მუქარებს და იმას უსმენთ ხალხო, თქვენ ხართ საქართველოს სახელმწიფოს მოქალაქეები. მთელი მსოფლიო აღიარებს, ვაღიარებთ და ყველამ იცის, რომ ოკუპირებულია. რა გაგლოევი და ვის ამბობთ, დროებითი ვიღაც მარიონეტები არიან, მათ განცხადებას არც მაშინ ვაქცევდით ყურადღებას, არც ახლა მივაქცევთ. ასეთი მუქარები მილიონი ყოფილა, ასეთი მუქარები ჩვენთვის არაფერს წარმოადგენს, იმიტომ, რომ ჩვენ მკაფიო ხედვა და გზა გვაქვს, რომ მშვიდობით დავიბრუნოთ ერთმანეთი, ესენი, შარშანდელი თოვლივით გაქრებიან ვინც ამ მარიონეტულ ხელისუფლებებს წარმომადგენენ", - ამბობს ზარქუა.

დეპუტატი ხატია წილოსანი ამბობს, რომ მთავრობა ძალიან აქტიურად მუშაობს და ყველა დონეზე ხდება კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით. 

"სამწუხაროდ, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყველასთვის ცნობილია, რომ არანაირი ბერკეტები საქართველოს ხელისუფლებას ამ ეტაპზე არ გააჩნია, გარდა იმისა, რომ ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას საერთაშორისო პარტნიორებთან", - თქვა დეპუტატმა, მაია ბითაძემ.

იხილეთ:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი