ნიკა გვარამია დიდ პოლიტიკაში - ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების ყოფილი პოლიტპატიმარი ოლიგარქიულ რეჟიმთან ახალ და კიდევ უფრო მასშტაბურ ბრძოლაში შედის. მკაფიოდ გარკვეულია ერთი - ნიკა გვარამია არცერთ პოლიტიკურ გუნდს არ უერთდება და ქმნის ახალ პლატფორმას, რომელიც კომპეტენტურ, გამბედავ და შეუპოვარ ადამიანებს გააერთიანებს. მეტი დეტალი ამ ეტაპზე ცნობილი არ არის , თუმცა საბოლოო კონტურები სულ მალე გახდება ცნობილი.
რა პოლიტიკური კონფიგურაციით და ვისთან ერთად მოდის "მთავარი არხის" დამფუძნებელი პოლიტიკაში ეს თებერვალში გაირკვევა. ნიკა მელია, ელენე ხოშტარია და ზურა გირჩი ჯაფარიძე ის პოლიტიკური ლიდერები არიან, ვისთანაც ამ ეტაპზე კონსულტაციები მიმდინარეობს. ნიკა გვარამია იმ პოლიტიკურ ძალებსაც ღიად ასახელებს, ვისთანაც გამორიცხავს პოლიტიკურ თანამშრომლობას.