"ფერადი რევოლუციები აღიკვეთება" | საოკუპაციო რეჟიმი ბიჭვინთის აგარაკებთან დაკავშირებულ საპროტესტო მუხტის შექმნაში აშშ-სა და საქართველოს ადანაშაულებს 

გამოქვეყნდა:

"ფერადი რევოლუციები აღიკვეთება" - ამ განცხადებით აფხაზ საზოგადოებას მარიონეტული რეჟიმის ე.წ. მთავრობა მიმართავს. საქმე ეხება იმ პროტესტს, რომელიც ხალხში ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გაფორმებას მოჰყვა.

საოკუპაციო რეჟიმი ამ საპროტესტო მუხტის შექმნაში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ქართულ მხარეს ადანაშაულებს და იმუქრება. დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ მთავრობის მთავარი მიზანი ახლა ხალხში პროტესტის ჩახშობაა. 

აფხაზთა კრების ხელმძღვანელის, მალხაზ პატარაიას თქმით, რაც დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ხდება რუსული გეგმის ნაწილია, სადაც საქართველოს ხელისუფლებაც მონაწილეობს. 

"იქაური ე.წ ხელისუფლება ცდილობს, რაც შეიძლება მწარედ ჩააზილოს წიხლი ე.წ. ოპოზიციას. მისი ერთ-ერთი მთავარ თემა მიმდინარე პოლიტიკურ სეზონში იქნება აგენტომანია. საქართველოს ხელისუფლება ტრადიციულად ინარჩუნებს დუმილს, თავს იკავებს ბუნებრივია რადგან თავად არის რუსეთის ხელისუფლების სატელიტი. დღეს კი არა უკვე გუშინ, ვთქვათ საქართველოს  ხელისუფლებას უნდა დაერეგისტრირებინა ეს ბიჭვინთის აგარაკები საჯარო რეესტრში, საქართველოს სახელმწიფო საკუთრებად და დაეწყო საერთაშორისო სამართლებრივი დავა რუსეთთან," - ამბობს მალხაზ პატარაია.

შეგახსენებთ, რომ 28 დეკემბერს, გამთენიისას, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შეთანხმება დაამტკიცა. ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ კი ამის შესახებ ე.წ. კანონს ხელი მოაწერა.   

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი