​"აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ ამ საქმეს" | ოპერიდან გათავისუფლებული თანამშრომლები დავას სასამართლოში გააგრძელებენ

გამოქვეყნდა:

53-დღიანი პროტესტის შემდეგ, ოპერის 17-მა თანამშრომელმა გაფიცვა შეწყვიტა, თუმცა ისინი სამსახურში აღარ დააბრუნეს და გაათავისუფლეს. როგორც გაირკვა, ოპერისა და ბალეტის თეატრმა გაფიცული თანამშრომლები ჩაანაცვლა და სამსახურში ახალი კადრები აიყვანა. 

ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელის, ბადრი მაისურაძის, ბრძანებაში ნათქვამია, რომ გაფიცული თანამშრომლების გამო, ოპერა ვერ ფუნქციონირებდა და პრობლემები ექმნებოდა.

"მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის" ხელმძღვანელი, ნიკოლოზ წიქარიძე კი ამბობს, ოპერიდან გათავისუფლებული თანამშრომლები დავას სასამართლოში გააგრძელებენ. მისი თქმით, საჩივარი გაეგზავნა შრომის ინსპექციასაც.

"ჩვენ გაფიცვის შედეგად მივაღწიეთ იმას, რომ 40%-ით გაიზარდა ხელფასი. შრომის ინსპექცია შევიდა ოპერაში და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს საკმარისი იყო იმისთვის, რომ საფუძველი ამოწურულიყო და რაღაც მხრივ გაგვიჩნდა იმედი, რომ შეიძლება ამ ადამიანების შრომითი პირობები უფრო გაუმჯობესებულიყო, ასე თუ ისე, რაღაცით. ამის შესახებ შევატყობინეთ ჩვენ ოპერის ადმინისტრაციას ოფიციალურად, როგორც წესი და რიგია. მაგრამ ჩვენ მივიღეთ პასუხი, რომ უნდა დავლოდებოდით მათ გადაწყვეტილებას და ამ დროს არ შეუშვეს, მოგეხსენებათ, ჩვენი წევრები დასაქმების ადგილას, რაც კანონდარღვევაა. მეორე მხირვ, ასევე გუშინვე მოგვწერეს, რომ მათ 17-ვე თანამშრომელი გაათავისუფლეს, რაც ასევე კანონდარღვევაა. ჩვენ აუცილებლად სასამართლოში ვიდავებთ. საჩივარი უკვე გაეგზავნა შრომის ინსპექციასაც და აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ ამ საქმეს," - ამბობს წიქარიძე.

ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი

ასევე ნახეთ:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი