"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ ბიძინა ივანიშვილი პარტიის საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს.
"პარტიის წესდებაში შევიდა მთელი რიგი ცვლილებები. პარტიის დღევანდელი ყრილობის მთავარი მოვლენა გახლავთ პარტიაში საპატიო თავმჯდომარის თანამდებობის შემოღება. პარტიის ყრილობის ერთსულოვანი მხარდაჭერით აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს ჩვენი პარტიის დამფუძნებელი, 2012 წლის დემოკრატიული გარდამტეხის შემოქმედი, ბიძინა ივანიშვილი," - თქვა კობახიძემ.
"ოცნების" დღევანდელ ყრილობაზე დამტკიცდა "ოცნების" პოლიტსაბჭოს ახალი, შემცირებული შემადგენლობაც: ირაკლი ღარიბაშვილი; კახა კალაძე; შალვა პაპუაშვილი; მამუკა მდინარაძე; დიმიტრი სამხარაძე; თეა წულუკიანი; თორნიკე რიჟვაძე; ვახტანგ გომელაური; გიორგი ვოლსკი; ირაკლი ჩიქოვანი; ანრი ოხანაშვილი; არჩილ თალაკვაძე; ნიკოლოზ სამხარაძე; მაკა ბოჭორაშვილი; მარიამ ქვრივიშვილი.
პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები აღარ არიან პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, კახა კუჭავა და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე.
ასევე ნახეთ: