"სერიოზული ნგრევა და ხანძარია" | რუსებმა ხარკოვი დაბომბეს

გამოქვეყნდა:

რუსებმა ხარკოვის ოლქში სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაბომბეს - ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის მერზე, იგორ ტერეხოვზე დაყრდნობით ავრცელებს. მერი ამბობს, რომ რუსულმა ჯარებმა ხარკოვზე ექვსზე მეტი იერიში მიიტანეს. ცნობილია, რომ ის ქალაქის ცენტრში უკვე მივიდა და იქ ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანებული დახვდა. 

"სერიოზული ნგრევა და ხანძარია. დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. განადგურებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. დეტალებს მოგვიანებით გაგაგებინებთ", - წერს ტერეხოვი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი