როგორ ხვდება მოსახლეობა ახალ წელს - "მთავარმა არხმა" მოქალაქეებს ჰკითხა, არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, რამდენად ახერხებენ საჭირო პროდუქტების შეძენას და სცადა გაერკვია, რა უჯდებათ მათ საახალწლო სუფრის მომზადება.
მოსახლეობის უმრავლესობა გვეუბნება, რომ პროდუქტების ნაწილის ყიდვას გაჭირვებით ახერხებენ. მათი თქმით, პროდუქტებზე ფასები გაზრდილია. მოქალაქეები ასევე აღნიშნავენ, რომ ბევრმა მათგანმა წელს ხორცის შეძენა ვერ მოახერხა.
რაც შეეხება მოსახლეობის განწყობას, ამბობენ, რომ ეცდებიან, ახალ წელს მაქსიმალურად კარგი განწყობით შეხვდნენ. თუმცა, მათი თქმით, გაჭირვების ფონზე ეს რთული იქნება.
"ხალხს უჭირს ძალიან და არ არის წელს ისეთი მუშაობა, როგორი მუშაობაც იყო სხვა წლებში," - ამბობს ერთ-ერთი გამყიდველი.