უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქი ნიკოპოლი დაბომბეს, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაშავდა.
ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის თქმით, დაზიანდა აფთიაქი, საოფისე შენობა, ორი მანქანა და ორი მიკროავტობუსი.
"მტერი აგრძელებს ნიკოპოლის ტერორს. დაშავდა 3 ადამიანი - ორი კაცი და ერთი ქალი. დაზიანდა აფთიაქი, საოფისე შენობა, ორი მიკროავტობუსი და ორი მსუბუქი ავტომობილი. დეტალები მოგვიანებით," - წერს ლისაკი Telegram-ზე.