ახალი წლის განუყოფელი ნაწილია სადღესასწაულო სუფრა, რომელიც ტრადიციების სრული დაცვით უნდა გაიშალოს. თუმცა წლიდან წლამდე სულ უფრო იზრდება იმ ოჯახების რაოდენობა, რომლებიც ვერ ახერხებენ, რომ სადღესასწაულო ვახშამი რეალურად გამორჩეული იყოს. წელს ბაზარში შესამჩნევად შემცირებული იყო მყიდველების რაოდენობა და მიზეზი რეკორდულად გაზრდილი ფასებია, რის გამოც ხალხი იძულებულია, არჩევანი დაბალ ხარისზე გააკეთოს ან უარი თქვას კერძების ნაწილის მომზადებაზე, რომლებიც ტრადიციულად საახალწლო სუფრას ამშვენებს.