კახეთში, თანასოფლელის მკვლელობაში ბრალდებული კაცი დაკავებულია | შსს-მ გამოძიება დაიწყო

გამოქვეყნდა:

კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

შემთხვევა დღეს, რამდენიმე საათის წინ მოხდა. კაცმა მასთან საცხოვრებელ სახლში მისულ თანასოფლელს ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, ის ადგილზე გარდაიცვალა.

ავტორი: ია გულიაშვილი

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი