მომავალი წელი პოლიტიკოსებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება. 2024 წელს ქვეყანა ახალ პარლამენტს აირჩევს და სწორედ ეს არჩევნები განსაზღვრავს საქართველოს განვითარების კურსს მომავალი წლების განმავლობაში. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავინტერესდით ვის რა მოლოდინი აქვს მწვანე დრაკონის წლისგან და ვინ როგორ გეგმავს პოლიტიკურ აქტივობას მომავალ წელს.
პოლიტიკოსების სრული უმრავლესობა ცვლილებებზე საუბრობს. ფაქტია, რომ აღარავის მოსწონს ამ პოლიტიკურ სისტემაში ცხოვრება და ყველა იბრძვის განახლებისთვის, მაგრამ ოპოზიციისთვის ეს განახლება ხელისუფლების შეცვლას ნიშნავს, "ქართულ ოცნებაში" კი ოპოზიციის საბოლოო განადგურებას.