გასული წელი გამორჩეულად მდიდარი იყო სპორტული თვალსაზრისით. საქართველოს სპორტსმენებმა მსოფლიოს, ევროპის და სხვა საერთაშორისო ტურნირებზე, ინდივიდუალურ და გუნდურ სახეობებში 100-ზე მეტი მედალი მოიპოვეს. ქართველ სპორტსმენებზე საუბრობდნენ ფეხბურთის, კალათბურთის, სარაგბო და ფაქტობრივად ყველა სხვა სპორტის სახეობათა სამყაროში.
2023-მა წელმა ახალი ისტორიული შანსებიც გააჩინა და 2024 წელს მოუთმენლად სწორედ ამ შესაძლებლობების გამო ველოდებით. მოდით კიდევ ერთხელ გავიხსენოთ 2023 წლის გამორჩეული სპორტული მოვლენებიც და ჩვენი გამარჯვებული სპორტსმენებიც.