პიროტექნიკით დაშავებული ადამიანები ქუთაისში, დაზიანებული ავტომობილები და ჩამსხვრეული ფანჯრები | ახალი წლის ღამე საქართველოში

გამოქვეყნდა:

ახალი წლის პირველ და პოზიტიურ ახალ ამბად იქცა ფაქტი, რომ მოსახლეობამ შედარებით ნაკლები ინტენსივობით გამოიყენა პიროტექნიკა. ბოლო პერიოდში გააქტიურებულმა საზოგადოებრივმა მოძრაობამ, რომელიც ხალხს მოუწოდებდა, სხვადასხვა მიზეზის გამო, არ გამოეყენებინათ პიროტექნიკა, იმოქმედა.

თბილისში "მთავარ არხს" უკვე რამდენიმე კლინიკამ დაუდასტურა, რომ პიროტექნიკით დაშავებული პაციენტები მათთან არ მოხვედრილან. ეს არაა საბოლოო მონაცემები დედაქალაქთან დაკავშირებით. 

სოციალურ ქსელში გავრცელდა არა ერთი ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ დააზიანა პიროტექნიკამ ავტომობილები, ასევე ჩაამსხვრია კორპუსის ბინაში შუშები. გავრცელდა კადრები ბათუმის ერთ-ერთი სასტუმროდანაც, სადაც არასწორად დამონტაჟებული ფეიერვერკის გამო ცეცხლი აივანს წაეკიდა.

უბედური შემთხვევები მოხდა ქუთაისში, ორ ხნიერ მოქალაქეს პიროტექნიკა ხელში აუფეთქდა. ისინი კლინიკაში რჩებიან.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი