თურქეთში, "მოსადის" სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 33 ადამიანი დააკავეს

გამოქვეყნდა:

თურქეთში "მოსადის" სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული 33 პირი დააკავეს. თურქეთის უსაფრთხოების სამსახურები დამატებით კიდევ 13 ეჭვმიტანილს ეძებენ - ინფორმაციას კერძო DHA და სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Anadolu ავრცელებენ.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, ადგილობრივმა პოლიციამ საგამოძიებო სამუშაოები რვა პროვინციის 57 ლოკაციაზე ჩაატარა.

თურქეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობა მკვეთრად გაუარესდა ისრაელ-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ კრიტიკოსად იქცა, რომელიც მან გასულ კვირას ადოლფ ჰიტლერს შეადარა. ერდოღანმა გაიწვია ანკარას ელჩი თელ-ავივში და მოითხოვა ისრაელის მეთაურებისა და პოლიტიკური ლიდერების გასამართლება "ომის დანაშაულებისთვის" ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი