დასავლეთს შეუძლია გადადგას 5 ნაბიჯი | კულება დღევანდელ მასიურ თავდასხმებზე

გამოქვეყნდა:

„მოსკოვის ტერორისტულმა რეჟიმმა უნდა გააცნობიეროს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა თვალს არ დახუჭავს უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებაზე“, - აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დღევანდელ მასიურ თავდასხმასთან დაკავშირებით,

დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინა დასავლელი მოკავშირეებისგან გადამწყვეტ ზომებს ელის. საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, რომ დასავლეთს შეუძლია გადადგას 5 ნაბიჯი:

  1. დააჩქაროს უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემებისა და საბრძოლო მასალის მიწოდება;
  2. უზრუნველყოს უკრაინა ყველა ტიპის საბრძოლო დრონებით;
  3. უკრაინას მიაწოდოს 300 კმ+ დისტანციის რაკეტები;
  4. დაამტკიცოს გაყინული რუსული აქტივების გამოყენება უკრაინის დასახმარებლად;
  5. რუსი დიპლომატების იზოლირება შესაბამის დედაქალაქებში და საერთაშორისო ორგანიზაციებში;

დღეს დილით, ოკუპანტებმა მასიური იერიშები მიიტანეს კიევსა და ხარკოვზე. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 4 და დაშავებულია 92 ადამიანი. განადგურებულია საცხოვრებელი კორპუსები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი