" ბოლო 24 საათში გაშვებული დრონების რეკორდული რაოდენობა აჩვენებს რუსეთის ნამდვილ განზრახვას" | მიშელი

გამოქვეყნდა:

"ბოლო 24 საათში გაშვებული დრონების რეკორდული რაოდენობა აჩვენებს რუსეთის ნამდვილ განზრახვას." - წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი X-ზე და ოკუპანტების მორიგ მასიურ შეტევას ეხმაურება, რომელიც ახალი წლის დღეებში მათ უკრაინაზე მიიტანეს:

 "ყველასთვის, ვისაც სჯერა ჭორების, რომ რუსეთი ნამდვილად დაინტერესებულია სამშვიდობო მოლაპარაკებებით, უკრაინაში ბოლო 24 საათის განმავლობაში გაშვებული დრონების რეკორდული რაოდენობა აჩვენებს მოსკოვის ნამდვილ განზრახვას. შეტევები კიდევ უფრო ცინიკურია იმის გათვალისწინებით, რომ მათი ინტენსივობის ზრდა ემთხვევა ახალ წლის არდადეგებს. უკრაინის სული არ შეიძლება დაირღვეს. ევროკავშირი დგას უკრაინასთან." - წერს მიშელი.

იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი