იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 57-მდე გაიზარდა

გამოქვეყნდა:

იაპონიაში მომხდარი 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 57-მდე გაიზარდა . ამის შესახებ ინფორმაციას CNN იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებელზე დაყრდნობით ავრცელებს. 

მიწისძვრა 1-ელ იანვარს, ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მოხდა. სტიქიის შედეგად განადგურდა შენობები, შეფერხდა ელექტროენერგიის მიწოდება და სატრანსპორტო მიმოსვლა. რამდენიმე პრეფექტურაში ხანძარიც გაჩნდა. დასავლეთ სანაპიროზე მდებარე დასახლებებში ევაკუაცია გამოცხადდა.

იხილეთ, ასევე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი