უბედური შემთხვევა თუ თვითმკვლელობა | ავარიას მოცეკვავე მარი ბაბეტა ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას მოცეკვავე მარი ბაბეტა ემსხვერპლა. შემთხვევა შარდენის მიმდებარედ, სანაპიროზე დაახლოებით გამთენიის 03:30 საათზე მოხდა. 

შემთხვევის დროს ადგილზე მყოფი პირები ამბობენ, რომ ქალმა ჯერ თვითმკვლელობა სცადა და გიზის მეორე მხარეს იმყოფებოდა, მდინარე მტკვრის მოაჯირთან, ამის შემდეგ ის უკან დაბრუნდა და გზაზე გადმოსვლის დროს "მერსედესის" მარკის ავტომობილი დაეჯახა. უცნობია ეს შემთხვევით მოხდა, თუ განზრახ. 

პოლიციამ ამოიღო კამერების ჩანაწერები. ჯერ უცნობია რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება. ავტომობილის მძღოლი სამართალდამცავებმა, სავარაუდოდ, უკვე გამოკითხეს.

თვითმხილველი ამბობს, რომ მარი ბაბეტას სანაცრობო წრიდან აქვს ინფორმაცია, რომ ქალზე იყო გარკვეული ტიპის მუქარები, რაც შესაძლოა მომხდართან კავშირში იყოს.

"ჯერ თვითმკვლელობა სცადა, მტკვარში ხტებოდა, სავარაუდოდ შეაკავეს, იმიტომ, რომ მაშინ გადახტებოდა გზაზე რომ არ გადმოსულიყო, გზაზე როცა გადმოდიოდა მერსედესის მარკის მანქანა, ანუ შეუვარდა, სავარაუდოდ ააგდო იმიტომ, რომ მთლიანად მინა იყო ჩამსხვრეული წინა მხარეს. როგორც მე მაქვს ინფორმაცია და როგორც მითხრეს, მასზე განხორციელებულა ძალადობა, მუქარის წერილებს იღებდაო, როგორც ამბობენ, შესაძლებელია ეს თვითმკვლელობა ამასთანაც ყოფილიყო კავშირში", - ამბობს გურამ არუთინაშვილი.

მარი ბაბეტა დაახლოებით ერთი წლის წინ საუბრობდა გარკვეულ ძალადობაზე და შემდეგ მუქარებზეც, თუმცა უკავშირდება თუ არა მომხდარი აღნიშნულს, უცნობია.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი