ავდეევკაში ოკუპანტებმა საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს | არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

ავდეევკაზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 3 იანვარს დილით ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა.

დონეცკის ოლქის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვადიმ ფილაშკინის ცნობით, დაახლოებით 11 საათზე რუსებმა ქალაქს 4 რაკეტა ესროლეს. ოკუპანტებმა იერიში საცხოვრებელ კორპუსზე მიიტანეს, რის შედეგადაც 51 წლის კაცი ადგილზე გარდაიცვალა, 50 წლის ქალი კი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი