TBC ბანკის თანამშრომლები და თვითმხილველები გამოკითხვაზე გადაიყვანეს | თავდასხმის ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

ცინცაძის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და კინოლოგები მუშაობენ. TBC ბანკზე თავდამსხმელი ჯერ არ დაუკავებიათ.

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. საქმე აღძრულია სსკ-ის 179-ე ყაჩაღობისა, და  236-ე, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების მუხლებით. 

გამოკითხვაზე იმყოფებიან ბანკის თანამშრომლები და ფაქტის თვითმხილველები. 

შეიარაღებული თავდასხმა ფილიალზე ცოტა ხნის წინ, სამუშაო საათებში მოხდა, რა დროსაც შენობაში ათეულობით ადამიანი იმყოფებოდა. შეიარაღებულმა ნიღბიანმა თანხის წაღება ვერ შეძლო და პოლიციის მისვლამდე მიიმალა, რადგან  არსებული ინფორმაციით, ბანკის თანამშრომელმა განგაშის სიგნალის ჩართვა მოასწრო.

არ დასტურდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მან მძევლების აყვანაც სცადა. არავინ დაშავებულა.

არც "თიბისის" და არც შსს-ს მომხდარზე ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუვრცელებიათ.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი