დაპირისპირება "ოცნებაში", სანქციების შიში, რუსული დავალება | ივანიშვილის მესამედ მოსვლის ვერსიები

გამოქვეყნდა:

რა არის დაბრუნების რეალური მიზეზები - ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკურად აქტიურ საზოგადოებაში მისი მიზნების შესახებ მსჯელობა ბოლო დღეების მთავარ თემად აქცია. თავად ოლიგარქი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მიზნების მიღწევაზე საუბრობს და თითქოს გუნდის შიგნით გაჩენილი ცდუნებების ნიველირებაზე ამახვილებს ყურადღებას. მაგრამ პოლიტიკურ სივრცეში სულ სხვა ვერსიებზეა საუბარი - მათ შორის მთავარი ვერსიებია ქართული ოცნების უკიდურესი დაქსაქსულობა და სისუსტე, სანქციების შიში და რუსული დავალება. ხელისუფლების ოპონენტები, რომლებიც არგუმენტებს აჯამებენ და აანალიზებენ მიდიან დასკვნამდე, რომ ოლიგარქს პოლიტიკაში დაბრუნების გარდა აღარ ჰქონდა აღარცერთი შესაძლებლობა კვლავ შეენარჩუნებინა ქვეყანაში ძალაუფლება. 
 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი