რუსეთის მასირებული საჰაერო-სარაკეტო იერიში უკრაინის მშვიდობიან ქალაქებზე მსოფლიო პროტესტს ამძაფრებს. უკრაინის პრეზიდენტი დასავლურ სამყაროს კიდევ ერთხელ მოუწოდებს გამოფხიზლებისა და შესაბამისი რეაგირებისკენ. ომში მყოფი ქვეყნის ლიდერი დროულ დახმარებას მოითხოვს, რომელიც უკრაინას შესაძლებლობას მისცემს წინააღმდეგობა გაუწიოს აგრესორს. ბოლო დღეებში რუსულმა არმიამ ასობით რაკეტა გაუშვა უკრაინული ობიექტების მისამართით და გაანადგურა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი.