"შოვის ღვარცოფში გადარჩენილები დაზარალებულები არ არიან" | გამოძიებისა და ექსპერტიზის დასკვნა

გამოქვეყნდა:

შოვის ღვარცოფში გადარჩენილები არ არიან დაზარალებულები - ეს არის სამხარაულის ბიუროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი პოზიცია. გამოძიება დაზარალებულის სტატუსს არ ანიჭებს 15-მდე ადამიანს, ექსპერტიზა კი მიიჩნევს, რომ მათ არ მიუღიათ მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები იმ კატასტროფულ ღვარცოფში, რომლიდანაც ადამიანებმა სასწაულებრივად დააღწიეს თავი. ტრაგედიიდან და გამოძიების დაწყებიდან 5 თვეა გასული და სამხარაულის დასკვნა ერთ-ერთმა გადარჩენილმა გიორგი ადამიამ, რომელმაც სტიქიას 6 წლის შვილთან ერთად დააღწია თავი, მხოლოდ ახლა მიიღო.

სხვა შედეგი გამოძიებას ამ დრომდე არ აქვს. საქმის მასალებში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ თუ ვის უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა შეტყობინების სისტემის არ არსებობაზე, ან არაეფექტურ სამაშველო ოპერაციაზე. თუმცა არც დაზარალებულებს და არც მათ ადვოკატებს მეტის მოლოდინი არც აქვთ. ყველა მიიჩნევს, რომ ქართული ოცნებისთვის მიუღებელია იმის აღიარება, რომ სახელმწიფოს ჰქონდა ვალდებულება მოქალაქეების წინაშე და შესაბამისად პასუხისმგებლობის აღება ამ უკიდურესად მძიმე ტრაგედიის გამო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი