აპარტ ჰოტელები რუსებისთვის | ოკუპირებული აფხაზეთის ანექსიის გეგმა

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციისათვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემის შემდეგ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში აპარტ ჰოტელების საკითხი სულ უფრო აქტუალური ხდება. ადგილობრივი "ოპოზიციაც" და მოსახლეობაც შიშობენ, რომ კრემლმა რეგიონის ანექსიის გეგმის სისრულეში მოყვანა დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ საოკუპაციო რეჟიმის ლიდერები ცდილობენ ხალხის დარწმუნებას თითქოს რუსეთის არ აპირებს ბიჭვინთის ტერიტორიის მიტაცებას,  მარიონეტული ხელისუფლების არგუმენტები ნაკლებად დამაჯერებელია. პარალელურად აფხაზეთის ე.წ. პარლამენტი მალე დაიწყებს კანონპროექტის განხილვას, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს საშუალებას მისცემს ოკუპირებულ რეგიონში უძრავ ქონებას დაეუფლოს.

პროექტი გულისხმობს ოკუპირებულ აფხაზეთში 30 ათას  აპარტჰოტელის სტილის ბინების აშენებას, რომელიც სულ მცირე, 60 ათას ადამიანზეა გათვლილი. არ არის გამორიცხული, რომ ეს რიცხვი 100 ათასამდეც გაიზარდოს. მათი მესაკუთრეები კი ძირითადად იქნებიან არა ადგილობრივები, რადგან ის საკმაოდ ძვირი იქნება და ვერ შეძლებენ შეძენას, სწორედ ამიტომ მოსახლეობა შიშობს, რომ რუსეთის მოქალაქეების დიდი რაოდენობა დასახლდება აფხაზეთში და ქონების მესაკუთრეებიც ისინი გახდებიან. 

საქართველოს ხელისუფლებას შეზღუდული, თუმცა ამ პირობებშიც საკმარისი ბერკეტი აქვს იმისთვის, რომ უფრო ეფექტურად იმოქმედოს და მხოლოდ განცხადებით არ შემოიფარგლოს. მაგალითად, შეიძლება შეიქმნას ახალი სია, ან გამოიყენოს "ოთხოზორია- ტატუნაშვილის სია", სადაც ყველა ის ადამიანი შევა, რომელიც უძრავ ქონებას შეიძენს ოკუპირებულ რეგიონში. აპარტამენტების პროექტი კი უკანონო ეკონომიკური საქმიანობაა და დასჯადია საქართველოს კანონმდებლობით. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი