ბუნებრივი აირის ახალი ტარიფი და ხელისუფლების მორიგი თაღლითობა - 1-ლი იანვრიდან სემეკის გადაწყვეტილებით გაზის ახალი ტარიფი ამოქმედდა. კომერციული ობიექტებისთვის მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურმა 5 თეთრით მოიმატა. მოქალაქეებისთვის ტარიფის შენარჩუნების გადაწყვეტილება ხელისუფლებამ სოციალური პოლიტიკით ახსნა, თუმცა, რეალურად ქართულმა ოცნებამ გაურთულა ცხოვრება ყველას. კომერციული ობიექტების მფლობელებმა უკვე დააანონსეს პროდუქციის გაძვირება, რომელსაც მომხმარებლებს სთავაზობენ.