უკრაინაში რუსულ აგრესიას 514 ბავშვი ემსხვერპლა | დაშავდა 1 170-ზე მეტი

გამოქვეყნდა:

უკრაინის გენერალური პროკურატურის 5 იანვრის მონაცემების მიხედვით, უკრაინაში რუსული აგრესიის შედეგად 514 ბავშვი დაიღუპა. დაშავდა 1 172-ზე მეტი არასრულწლოვანი. 

უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა დონეცკის, ხარკოვსა და კიევის ოლქებში:

  • დონეცკის რეგიონში - 498;
  • ხარკოვის ოლქში - 306;
  • კიევის ოლქში - 143;
  • ჩერნიგოვის ოლქში - 72;
  • ლუგანსკის ოლქში - 67;
  • ნიკოლაევის ოლქში - 97; 
  • ხერსონის ოლქში - 132;
  • ზაპოროჟიეს ოლქში - 99;
  • დნეპროპეტროვსკის ოლქი - 777;
  • ლუგანსკის ოლქში - 67. 

თუმცა, უკრაინის პროკურატურა აღნიშნავს, რომ ეს მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა რთულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი