ალბანეთში საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს | ისინი მოპარული სამკაულების საბერძნეთში გადატანას ცდილობდნენ

გამოქვეყნდა:

ალბანეთში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 32 და 36 წლის კაცები დიდი ოდენობით მოპარული ძვირფასეულობის ალბანეთიდან საბერძნეთში გადატანას ცდილობდნენ. 
სავარაუდო დამნაშავეებს სამკაულები მანქანაში ჰქონდათ დამალული. 

ალბანეთის პოლიციაში განმარტავენ, რომ დაკავებულებს თან ჰქონდათ 6 000 ევრო ნაღდი ფული, ასევე, ქურდობისთვის სხვადასხვა ხელსაწყოები და მოწყობილობები. დაკავებულების მანქანიდან ამოღებულია 190 სახეობის ოქროსა და ვერცხლის ბეჭდები, სამაჯურები, ყელსაბამები, ოქროს მონეტები, "როლექსის" საათი და მარგალიტის ყელსაბამი.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი