ინგლისში, წყალდიდობის გამო, საცხოვრებელი სახლები, გზები და სარკინიგზო ლიანდაგები დაიტბორა

გამოქვეყნდა:

ინგლისში, ძლიერი წვიმისგან გამოწვეული წყალდიდობის გამო, ასობით სახლი დაიტბორა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში მცხოვრებლები იძულებულები გახდნენ, რომ საკუთარი სახლები დაეტოვებინათ. 

წყალდიდობის გამო დაიტბორა გზები და სარკინიგზო ლიანდაგებიც - გადაადგილება უჭირთ მოგზაურებს. 

ნოტინგემშირის საოლქო საბჭო არ გამორიცხავს, რომ დატბორილი სახლების რაოდებობა კიდევ გაიზარდოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი