ყაჩაღობის მცდელობა თბილისში | ბოლო ცნობები TBC ბანკზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულის პროცესიდან

გამოქვეყნდა:

TBC ბანკზე შეიარაღებული თავდასხმის ბრალდებით დაკავებული გუგა გოცირიძე პატიმრობაში რჩება. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოცხადდა. მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ გაითვალისწინა ბრალდების მხარის ყველა არგუმენტი და გოცირიძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

"ძალიან მძიმე ემოციური ფონი აქვს... ოჯახის წევრებთან ერთად არ უნდა, რომ ისაუბროს იმ პრობლემებზე, რა პრობლემებიც მას აქვს..." - ამბობს გოცირიძის ადვოკატი, დავით ბარბაქაძე.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი