გორში, ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალთან ახლოს, ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს. შემთხვევა 2 იანვარს მოხდა.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, დანაშაულში 2 პირი მონაწილეობდა, მათგან ერთი არასრულწლოვანია. მათ ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორს იარაღის მუქარით ნავაჭრი თანხა, 600 ლარამდე თანხა წაართვეს და მიიმალნენ.
ჩვენი ინფორმაციით, პოლიცია დანაშაულში მონაწილე პირებს თითქმის 2 დღე ეძებდა, ბოლოს კი ქარელში იპოვეს.
ვინაიდან საქმის ფიგუტანტებიდან ერთი არასრულწლოვანია, პასუხისგებაში მხოლოდ სრულწლოვანი პირი მისცეს. საქმეზე გამოძიება ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.