COVID-19, გრიპი და სხვა პათოგენების რესპირატორული დაავადებები ბოლო კვირების განმავლობაში მატულობს | ჯანმო-ს ხელმძღვანელი

გამოქვეყნდა:

ემუქრება თუ არა საქართველოს, სეზონურ ვირუსებთან ერთად, COVID-19-ის გამომწვევი ახალი შტამი? - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს კორონავირუსის წინააღმდეგ პრევენციული ზომების მიღებისა და ინიექციის ჩატარებისკენ მოუწოდებს. მსოფლიოს ახალი თავსატეხი ომიკრონის ახალმა ქვე-შტამმა - JN.1-მა - გაუჩინა, რომელიც ადამიანების სიცოცხლისთვის საშიშია.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ვირუსის ეს შტამი სწრაფად ვრცელდება. დაფიქსირდა თუ არა საქართველოში JN.1 საქართველოში, უცნობია. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ამის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა კი გუშინ განაცხადა, რომ COVID-19 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები მატულობს:

"COVID-19-ი, გრიპი და სხვა პათოგენების რესპირატორული დაავადებები ბოლო კვირების განმავლობაში მატულობს ბევრ ქვეყანაში. სავარაუდოდ, ეს გაგრძელდება ბოლო არდადეგების შემდეგ. დარწმუნდით, რომ გაიარეთ ტესტირება და მოიძიეთ დახმარება, როცა საჭიროა. COVID-19-ის მკურნალობამ შეიძლება, თავიდან აიცილოს მძიმე დაავადება და სიკვდილი. გააგრძელეთ ნიღბების, ვენტილაციისა და დისტანცირების გამოყენება გამოვლენის შესამცირებლად და დარწმუნდით, რომ თქვენ და თქვენ საყვარელ ადამიანებს COVID-19-ისა და გრიპის საწინააღმდეგო აცრები ჩატარებული გაქვთ," -  განაცხადა გებრეისუსმა.

ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი