რუსეთმა აფხაზი სპორტსმენები BRICS-ს ქვეყნების, მათ შორის, ჩინეთის სპორტულ თამაშებზე მიიწვია | "ოცნება" დუმს

გამოქვეყნდა:

კრემლის მორიგი პროვოკაცია - რუსეთმა BRICS-ს,რომელიც ამ წლის ზაფხულში უნდა გაიმართოს, აფხაზი სპორტსმენები მიიწვია. ინფორმაცია მარიონეტული რეჟიმის მედიამ გაავრცელა.

10 ქვეყნის ალიანსის მამოძრავებელი ძალა "ქართული ოცნების" ხელისუფლების სტრატეგიული პარტნიორი ჩინეთია, რომელიც თამაშებში დროებით ოკუპირებული აფხაზეთის სპორტსმენების მონაწილეობაზე ჯერჯერობით დუმს. ოფიციალური განცხადება არც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გაუვრცელებია.

ოპოზიცია და საერთაშორისო ექსპერტები აცხადებენ, რომ BRICS-ს თამაშებზე ოკუპირებული ტერიტორიების წარმომადგენლების მონაწილეობა ჩინეთისა და რუსეთის ახლო დიპლომატიურ კავშირებზე მეტყველებს. 

მათივე თქმით, იმასთან ერთად, რომ რუსეთი აგრძელებს აგრესიულ პოლიტიკას და საქართველოს კუთვნილი ტერიტორიების ოკუპაციას, ოკუპანტი ქვეყნის მთავარი მიზანია ახლა უკვე არაღიარების პოლიტიკისკენ ახალი ნაბიჯების გადადგმა. 

ცნობისთვის, "BRICS Sports Games"-ი 2024 წლის 11 ივნისიდან 23 ივნისის ჩათვლით ყაზანში გაიმართება. BRICS-ის თამაშები ყოველწლიური შეჯიბრებაა BRICS-ის ქვეყნებს შორის. მისი წევრები არიან რუსეთი, ბრაზილია, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი