Alaska Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავს რეისის შესრულების დროს კორპუსის ნაწილი და ფანჯარა მოსძვრა

გამოქვეყნდა:

Alaska Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავს რეისის შესრულების დროს კორპუსის ნაწილი და ფანჯარა მოსძვრა. Boeing 737 Max 9 კალიფორნიაში ასრულებდა რეისს, როდესაც გაფრენიდან 35 წუთში მას გარე კორპუსის ნაწილი ფანჯარასთან ერთად მოსძვრა.

შემთხვევის დროს თვითმფრინავი 4 876 მეტრის სიმაღლეზე მიფრინავდა და ბორტზე 177 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდნენ, თუმცა არავინ დაშავებულა. შემთხვევის შემდეგ თვითმფრინავი პორტლენდში ავარიულად დაეშვა.

ავიაკომპანიაში განაცხადეს, რომ დროებით შეაჩერებენ კომპანიის კუთვნილი Boeing 737 Max 9-ის ტიპის 65 თვითმფრინავის გამოყენებას, რათა შემოწმება ჩაუტარონ ლაინერებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი