იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 110-მდე გაიზარდა

გამოქვეყნდა:

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 110-ს მიაღწია. დაკარგულად მიიჩნევა 200-ზე მეტი ადამიანი. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

სტიქიით დაზარალებულ რეგიონში საევაკუაციო ცენტრებში 31 ათასამდე ადამიანი რჩება. ადგილობრივი მთავრობის ცნობით, 66 ათასი ოჯახი წყლის გარეშეა დარჩენილი.

შეგახსენებთ, რომ 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ნოტოს ნახევარკუნძულზე 1-ელ იანვარს მოხდა. მან გაანადგურა სახლები, დააზიანა ინფრასტრუქტურა, მოწყვიტა ტერიტორიის ნაწილი საჭირო დახმარებას. რამდენიმე გზა ამ დრომდე ბლოკირებული რჩება, რაც სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს ართულებს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი