ისანში რამდენიმე ოჯახი დახმარებას ითხოვს - მიზეზი წყლის მილია, რომელიც 3 დღის წინ გასკდა და მიწის მასა საავტომობილო გზამდე ჩამოიტანა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ქვა-ღორღი რამდენიმე ოჯახის საცხოვრებელ ტერიტორიას ფარავს და მათ რისკის ზონაში ყოფნა უწევთ.
ადგილობრივებმა დაპირება მიიღეს, რომ გაწმენდითი სამუშაოები დროულად ჩატარდებოდა. თუმცა, ამ დრომდე მიწის მასა იქ რჩება. შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის არც შესაბამისი სამსახურები და ტექნიკაა მობილიზებული.
"წყლის მილი გასკდა. ახლა გააკეთეს. წვეთავს, თუმცა კიდევ უნდა გააკეთონ. მოვიდნენ დასკვნა გააკეთეს და გააკეთებენ," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
ცნობისთვის, შემთხვევა 4 იანვარს, ღამის საათებში მოხდა. მიწის მასის ჩამოშლის შემდეგ, რამდენიმე საათი საავტომობილო გზა პარალიზებული იყო.