"მოდიოდნენ ახალგაზრდები, რომლებმაც აგრესიულად მომმართეს, ჩვენ გავეცალეთ, დაიწყეს სკამების სროლა..." | ნაზღაიძეზე თავდამსხმელები პოლიციას ამ დრომდე არ დაუკავებია

გამოქვეყნდა:

სამართალდამცავებს ამ დრომდე არ დაუკავებიათ ის პირები, რომლებიც ტელეწამყვან გიორგი ნაზღაიძეს თავს დაესხნენ. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე, მუქარის მუხლით დაიწყო. თუმცა, ჯერჯერობით დამნაშავეები იდენტიფიცირებულებიც კი არ არიან. 

თავდასხმის ადგილი და მიმდებარე ტერიტორია სამართალდამცველებმა და ნაზღაიძემ ცოტა ხნის წინ დაათვალიერეს და პერიმეტრი დაასურათეს. არსებული ინფორმაციით, ამოღებულია სამეთვალყურეო კამერებიც. ნაზღაიძე იმყოფებოდა პოლიციის განყოფილებაშიც, რათა საქმის მასალებს გასცნობოდა.

"მოდიოდნენ ახალგაზრდები, რომლებმაც აგრესიულად მომმართეს გვარით, აი, სახეში მომმართეს. ჩემმა მეგობარმა რა გინდათო და, აი, ამ ყველაფერს მერე მოყვა ეს ყველაფერი. ანუ ჩვენ გავეცალეთ, მე ჩემს მეგობარს ვუთხარი გადი, არ გინდა-მეთქი და არ აყვე ამათ. თუმცა, იქიდან კიდევ რეპლიკები იყო და შეგინებაზე გადავიდნენ და რომ შემოვტრიალდით გინებაზე, უკვე ზოგს დანა ჰქონდა დაშვებული, ზოგს რაღაცა ბლაგვი საგანი ჰქონდათ დაშვებულნი. ბიჭები და გოგოები იყვნენ. 2-ჯერ მოუქნიეს ჩემს მეგობარს და ძალიან ახლოს ასცდა. ჩემი ერთი მეგობარი ჩავაჯინეთ მანქანში, თუმცა უკნიდან კარი გააღო ამ ვიღაც ერთმა და შიგნიდან უნდოდა ამ დანის მოქნევა და ამ დროს გადმოვიყვანეთ. შემდგომ ზემოთ მოედანზე რომ ავედით, იქ დაიწყეს სკამების სროლა, ჩემს მეგობარს აქვს მოხვედრილი. და დამატებით ბოლოს დასასრული იყო, აი, ამ ყველაფრის, გზაზე გავედით, სადაც ავტომობილმა ჩაგვაჯინა და ადგილიდან გაგვიყვანა. თორე იქამდე იყვნენ მოსულები," - ამბობს ნაზღაიძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 5 იანვარს, ორბელიანის ქუჩის მიმდებარედ, ტელეწამყვან გიორგი ნაზღაიძესა და მის მეგობრებს რამდენიმე ადამიანი თავს დაესხა. ნაზღაიძის თქმით, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა მისთვის დანის ორჯერ დარტყმა სცადა. ტელეწამყვანი ასევე ამბობს, რომ თავდამსხმელებმა მანქანა დაუზიანეს გამვლელს, რომელმაც მათ, დახმარების მიზნით, მანქანა გაუჩერა. 

ამავე თემაზე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი