იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 126-მდე გაიზარდა

გამოქვეყნდა:

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 126- მდე გაიზარდა. 200-ზე მეტი ადამიანი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. საევაკუაციო ცენტრებში 34,000 ადამიანი რჩება.  

ნანგრევებში ადამიანებს ისევ ეძებენ. სამძებრო-სამაშველო ჯგუფებს გადარჩენილები დანგრეული სახლებიდან გამოჰყავთ.

შეგახსენებთ, რომ პირველ იანვარს ნოტოს ნახევარკუნძულზე მიწისძვრების სერია მოხდა. ყველაზე ძლიერმა, 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ, ერთ მეტრზე მეტი სიმაღლის ცუნამის ტალღები გამოიწვია.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი